გიდი სამსახურიდან გათავისუფლებაში მუზეუმის დირექტორს ადანაშაულებს (ვიდეო)
16:38 / 28.01.2017
დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმის უკვე ყოფილმა
თანამშრომელმა ელზა ზოდელავამ
ბრიფინგი გამართა. იგი სამსახურიდან მის გათავისუფლებას
აპროტესტებს და აღნიშნავს, რომ ეს მუზეუმის დირექტორის ლილი ბერაიას
პირადი ინტერესია.
„სამინისტროში მქონდა წერილი დაწერილი, თუ როგორ პირობებში
ვიყავით ჩვენ აქ. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება მიმდინარეობდა და
დასკვნა არ იყო ჯერ დადებული, ლილი ბერაიამ თვითონ მიიღო
გადაწყვეტილება, რომ გავეთავისუფლებინე სამსახურიდან... მე ვერ
ვგებულობ, რა მიზეზით...“, - აღნიშნა ზოდელავამ.
როგორც ყოფილი გიდი ამბობს, მას ფოსტით წერილი მოუვიდა, რომელშიც
წერია, რომ, ხელშეკრულება შეწყდა. ზოდელავა გადაწყვეტილების
გასაჩივრებას აპირებს და ორშაბათიდან არასამთავრობო ორგანიზაციებსა და
იურისტებს მიმართავს.
კულტურის სამინისტროს პრესსამსახურში
აცხადებენ, რომ, რეორგანიზაციის ფარგლებში, დაწესებულებებს ბიუჯეტი
შეუმცირდათ. როგორ განსაზღვრავს ესა თუ ის დაწესებულება ხარჯებს
- გაათავისუფლებს თანამშრომლებს თუ სხვაგვარად შეამცირებს
ადმინისტრაციულ ხარჯებს - ეს კონკრეტული ორგანიზაციის
გადასაწყვეტია.
მუზეუმის ადმინისტრაციაში, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ.
ელზა ზოდელავა მუზეუმის რუსულ, პოლონურ და ქართულენოვან
გიდად 6 წელი მუშაობდა. მის გარდა,
სამსახურიდან კიდევ ერთი თანამშრომელი დაითხოვეს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები