ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი თოვისა და
ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის
სპეციალური რეჟიმია დაწესებული.
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის
(ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი,
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და
30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების
მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია
მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი
ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები