ზუგდიდის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ,
რომ ტექნიკური მარილის დაყრა ყველა ქუჩაზე
ერთდროულად ვერ ხერხდება, თუმცა, შესაბამისი სამსახურები
ამ წუთებშიც მუშაობენ და ყველა ცენტრალური თუ შიდა გზა ეტაპობრივად
გაიწმინდება.
ზუგდიდის მერია, ამ წუთებშიც, უხვი ნალექისგან ქალაქის გაწმენდით
სამუშაოებს განაგრძობს. პერიოდულად, თოვლისგან ათავისუფლებენ
ხე-ბუჩქებს. გუშინდელიდან იწმინდებოდა ზუგდიდის ყინულის სახლიც.
კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები გზებზე ტექნიკურ მარილს
ყრიან.
„შეფერხება, ჯერჯერობით, არ არის. ცხელ ხაზზე მხოლოდ ორი
ზარია შემოსული. არანაირი შეზღუდვა გზებზე არ არის და მოსახლეობის
მხრიდან ჯერ შეტყობინება არ ყოფილა რამე სახის პრობლემის
შესახებ“, - აცხადებს მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის
განყოფილების უფროსი მაია ღუბელაძე.
მერიაში ცხელი ხაზი ფუნქციონირებს: 591- 44-53- 12
მასალის გამოყენების პირობები