რადიო
„ათინათის“ ეთერში „მეგრული
სიტყვების ვიქტორინა“ უფრო მასშტაბური ხდება. პირველი თებერვლიდან,
ყოველდღე, 13-დან 15 საათამდე, მსმენელს
შესაძლებლობა ექნება, ნომრებზე - 0415 251059 ან 221059 დარეკოს და
წამყვანის მიერ დასმულ კითხვას უპასუხოს. ვიქტორინის წესების
მიხედვით, პირველი სწორი პასუხის ავტორს ერთი ქულა დაეწერება, კვირის
ბოლოს ქულები დაჯამდება და გამარჯვებული 20 ლიტრ საწვავს მიიღებს.
მონაწილეების ქულები ყოველი თვის ბოლოსაც შეიკრიბება. ყველაზე მეტი
ქულის მფლობელს კი საჩუქრად
GemFest-ის ბილეთი -
ერთთვიანი მულტიპასი გადაეცემა.
ვიქტორინაში მონაწილეობა შეუძლია ყველას, გარდა ასოციაცია
„ათინათის“ თანამშრომლებისა და მათი
ოჯახების წევრებისა.
რადიო „ათინათი“ გთავაზობთ „მეგრული სიტყვების
ვიქტორინას“
მასალის გამოყენების პირობები