ბოტანიკურ ბაღში წაქცეული ხე სოციალურად დაუცველებს გადაეცემათ
ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, დიდთოვლობის გამო, მრავალწლოვანი ხე
წაიქცა. წაქცეული ხე ბოტანიკური ბაღის ყოფილი ადმინისტრაციის შენობას
დაეცა.
ზუგდიდის მერიის ცნობით, ამ წუთებში, კეთილმოწყობის სამსახურის
თანაშრომლები ამორტიზებულ ხეს ამუშავებენ და ტერიტორიიდან გატანას
უზრუნველყოფენ.
ზუგდიდის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მამუკა ციმინტიას
თქმით, მერიის დავალებით, ხეს რამდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახს
გადასცემენ.
მასალის გამოყენების პირობები