ზუგდიდის მერმა საკრებულოს 2016 წლის ანგარიში წარუდგინა (ვიდეო)
18:10 / 31.01.2017
ქალაქის მერიაში ირაკლი გოგოხიამ ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის მიერ 2016 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში
წარადგინა.
მან დეტალურად ისაუბრა ყველა სამსახურის საქმიანობის შესახებ და
თითოეული მათგანის ფინანსური მხარე გააცნო საზოგადოებას. მისივე
განცხადებით, წელს ბიუჯეტი სტაბილურობით გამოირჩეოდა და წინა
წლებთან შედარებით 5 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა.
სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა
ანა წითლიძემ ფრაქციის შენიშვნები გააჟღერა. მისივე თქმით, ამ ერთი
წლის განმავლობაში ზუგდიდელები სხვადასხვა სოციალური თუ
ინფრასტრუქტურული პრობლემის წინაშე იყვნენ. ოპოზიციის შეკითხვებში
მთავარი აქცენტი კორუფციულ გარიგებებსა და ტენდერებზე გაკეთდა,
რომლებიც, მათი თქმით, მერის მოადგილეს გია გულორდავას
უკავშირდება.
ზუგდიდის მერის განცხადებით, ყველა შენიშვნა და ბრალდება უსაფუძვლოა.
ირაკლი გოგოხიამ მედიასთან აღნიშნა, რომ მთავარი ხარვეზი მათ
საქმიანობაში ნაკლები ოპერატიულობაა.
“საკითხის გადაწყვეტას ორი-სამი თვე სჭირდება. არ ხდება ასე ძალიან
მარტივად... უფრო ოპერატიულები უნდა ვიყოთ ნამდვილად. უფრო მეტი
ბიუჯეტი თუ ექნა ზუგდიდს, მეტ კარგ საქმეს გავაკეთებთ“, - აღნიშნა
მან.
სხდომას საკრებულოს წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და
საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ფრაქცია „ენმ“-ის წევრების გარდა, საკრებულოს ყველა წევრმა, მერიის
ერთი წლის საქმიანობა დადებითად შეაფასა.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მეგრელი ადამიანის ყოფაში ერთი, თითქოს უმნიშვნელო ნაგებობა, ფაცხა მთელი კულტურის, ტრადიციისა და რწმენის მატარებელი იყო. ფაცხა არ იყო მხოლოდ თავშესაფარი, ის იყო სატკივარის, სიხარულის, საწყისის და დასრულების ადგილი.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები