ხობის ადმინისტრაციულ ერთეულში ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები
დასრულდა. განახლებული ხიდი მხარის გუბერნატორის მოადგილემ დავით
კოდუამ,
გამგებელთან გოჩა ქაჯაიასთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად,
გახსნა.
ხიდი ორ სოფელს - გაღმა ქარიატას და გამოღმა ქარიატას აკავშირებს
ერთმანეთთან. იგი წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იყო, რის
გამოც ადგილობრივები შემოვლითი გზით გადაადგილდებოდნენ. გარდა ამისა,
კოდუამ ხობში ახალი სამედიცინო დაწესებულება და რეაბილიტირებული
საბავშვო ბაღი დაათვალიერა.
დევნილთა ახალი ამბულატორია იძულებით გადაადგილებულ პირებს
მოემსახურება.
მასალის გამოყენების პირობები