უხვმა ნალექმა აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკაოვოში მცხოვრებ
ნაზიბროლა ოთხოზორიას სახლი დააზიანა. შემთხვევის
ადგილზე ვითარებას
აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებელი მამუკა კვიტაშვილი და სტიქიურ
მოვლენებთან დაკავშირებით შექმნილი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის
წევრები გაეცნენ.
კვიტაშვილის თქმით, დაზარალებულს აბაშის გამგეობა დაეხმარება.
„ამ სახლში ცხოვრება შეუძლებელია, ჩვენ ქალბატონ ნაზიბროლას
სამშენებო მასალებით დავეხმარებით, რათა მას ქონდეს თბილი და უსაფრთხო
სახლი. თოვლის საფარი დიდი არ ყოფილი, თუმცა როგორც გვითხრეს სახლი
ავარიული იყო და სიმძიმეს ვერ გაუძლო“, - განაცხადა აბაშის
გამგებელმა.
მასალის გამოყენების პირობები