მოშიმშილე დევნილები აქციის გაგრძელებას თბილისში გეგმავენ (ვიდეო)
13:35 / 02.02.2017
ზუგდიდის რაონულ სავადმყოფოში ჩასახლებული მოშიმშილე
დევნილები თბილისში ჩასვლას და აქციის გაგრძელებას
ევროკავშირის თბილისის
ოფისთან გეგმავენ.
„დღეს კენჭს უყრიან უვიზო მიმოსვლას, იქ დაჯდება ხუთი პირამოკერილი
კაცი და ნახავენ ესენი, თუ როგორ მიიღებენ ამ რეზოლუციას“, - აღნიშნა
ტარიელ ქობალიამ.
გარდა ამისა, აქციის მონაწილეები აჭარისა და სამეგრელო-ზემო
სვანეთის დევნილთა სამმართველოს უფროსს მანუჩარ ჩილაჩავას
მისი ნათესავებისთვის მაღალი ქულების ხელოვნურად მინიჭებაში
ადანაშაულებენ. ამასთან, ისინი ჩილაჩავას ცოლის ძმისა და სიმამრის
სარეიტინგო ქულების გადამოწმებას ითხოვენ.
თავის მხრივ, დევნილთა სამმართველოს უფროსი ბრალდებებს აბსურდულს და
ცრუ ინფორმაციას უწოდებს.
„არაერთხელ იყვნენ ჩემთან მოსულები, გაესაუბრა სამინისტოს
წარმომადგენელი და აუხსნა, რომ კონკურსის წესით მოხდებოდა მათი
საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება. რაც შეეხება ჩემი სიმამრის
ქულებს, ის მას 2014 წელს მიენიჭა, როდესაც მე ამ სისტემასთან შეხება
საერთოდ არ მქონდა. ამ ეტაპზე აპლიკანტი არის ჩემი ცოლის ძმა,
რომელსაც აქვს ცხრა-ნახევარი ქულა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას
კომისია იღებს და დაველოდოთ მას“, - განაცხადა მანუჩარ ჩილაჩავამ.
იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც, ამავედროს, სოციალურად
დაუცველებიც არიან, მათთვის მინიჭებულ ქულებს აპროტესტებენ და
საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას ითხოვენ. ხუთდღიანი შიმშილობის
შემდეგ რამდენიმე დევნილმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. ამ დროის
განმავლობაში ისინი სავადმყოფის ეზოში გაშლილ კარავში ცხოვრობენ.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები