ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული
ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის
გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის
საავტომობილო გზის ჯვარი-უშგული მონაკვეთზე აკრძალულია
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე
მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრობა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ
მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი
ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გზის გაწმენდითი
სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები