დე ფაქტო აფხაზეთის განათლების და მეცნიერების სამინისტროს
განცხადებით, ამინდის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, საბავშვო
ბაღებსა და სკოლებში
სასწავლო პროცესი განახლდა.
მინისტრის, მედეა ჩენგელიას თქმით, 2 თებერვლიდან გაკვეთილები
„რესპუბლიკის ყველა რაიონში ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს“, - წერს
აფხაზური მედია.
დიდთოვლობის გამო საგანმანათლებლო და სკოლამდელ დაწესებულებებში 31
იანვრიდან 1 თებერვლის ჩათვლით, აფხაზეთში სასწავლო პროცესი
შეჩერდა.
მასალის გამოყენების პირობები