სოხუმი: უვიზო რეჟიმი ,,აფხაზეთის მოქალაქეებზე’’ არ ვრცელდება
დე-ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით,
ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ეხება საქართველოს
და არა ,,აფხაზეთის
მოქალაქეებს’’. უწყება ამით მიხეილ ჯანელიძის განცხადებას ეხმაურება,
რომელშიც ნათქვამია, რომ უვიზო რეჟიმით ოკუპირებულ ტერიტორიაზე
მცხოვრები მოსახლეობაც ისარგებლებს.
სოხუმში ჯანელიძის განცხადებას აფასებენ, როგორც თბილისის კიდევ
,,ერთ სატყუარას ,,აფხაზეთის მოქალაქეების''
საქართველოს ეკონომიკურ და სამართლებრივ სივრცეში მოსაქცევად’’.
,,თუ ქართველ მმართველებს აწუხებთ აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეების
თავისუფალი გადაადგილების საკითხები, მათ უარი უნდა თქვან ჩვენი
მოქალაქეების საერთაშორისო იზოლაციის პოლიტიკის წარმოებაზე, რომელთაც
თბილისის გამო ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა ეკრძალებათ,"- ნათქვამია
დე-ფაქტო აფხაზეთის საგარეო სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, აფხაზებისა და ოსებისთვის ბიომეტრიული პასპორტებით
ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობის შესახებ განცხადება
გუშინ, 2 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ
გააკეთა.
მასალის გამოყენების პირობები