ზუგდიდში მოშიმშილე დევნილებმა თბილისში გამგზავრება ვერ შეძლეს(ვიდეო)
14:57 / 03.02.2017
ზუგდიდის რაონულ საავადმყოფოში ჩასახლებული დევნილების, რომლებიც
კვირაზე მეტია სახელდახელოდ აგებულ კარავში
შიმშილობენ, ჯანმრთელობის
მდგომარეობა გაუარესდა.ისინი დევნილთა პოლიკლინიკის ექიმებმა
მოინახულეს და შიმშილობის დაუყონებლივ შეწყვეტა ურჩიეს.
"ჩვენამდე სასწრაფო დახმარების ექიმები ყოფილან და პირველადი
დახმარება აღმოუჩენიათ. ერთ-ერთს საავადმყოფოში გადაყვანა შესთავაზეს,
თუმცა თქვა. ამჟამად მათი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა არ შეიძლება
ამ ადამიანების ამ პირობებში ყოფნა", - თქვა დევნილთა პოლიკლინიკის
ექიმმა ნოდარ კვირკველიამ.
დევნილები აცხადებენ, რომ შიმშილობას და საპროტესტო აქციებს მანამდე
არ შეწყვეტენ, სანამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.
"არსად არ წავალ აქ უნდა მოვკვდე, თავი მაქვს
განწირული", - უთხრა ჟურნალისტებს დალი შონიამ.
აქციის მონაწილეები 2 თებერვალს თბილისში გამგზავრებას და აქციის
გაგრძელებას ევროკავშირის ოფისთან გეგმავდნენ, თუმცა დღეს უკვე
აცხადებენ, რომ ჯანმრთელობის გაუარესების გამო, წასვლა ვერ
შეძლეს.
აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც, ამავე დროს,
სოციალურად დაუცველები არიან, მათთვის სპეციალური კომისიის მიერ
მინიჭებულ ქულებს აპროტესტებენ და საცხოვრებელი ფართებით
უზრუნველყოფას ითხოვენ.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში ბავშვების აღზრდა მხოლოდ ოჯახის საზრუნავი არ იყო – ეს იყო მთელი საზოგადოების საქმე. ხალხური წესები და ტრადიციები ბავშვს დაბადების პირველივე დღიდან თან ახლდა. ისინი არა მხოლოდ ზრუნავდნენ ფიზიკურ ზრდაზე, არამედ აყალიბებდნენ პიროვნებასაც – თავისი წესებით, რიტუალებითა და ღირებულებებით.დღევანდელ გადაცემაში გაგაცნობთ იმ საინტერესო წეს-ჩვეულებებს, რომლებიც ბავშვობის ყველა ეტაპს თან სდევდა და რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს მკვლევრებსა და თაობებს.
ნოდი", ანუ "ნადი", არ იყო მხოლოდ შრომითი ურთიერთდახმარების გრაფიკი ან ტრადიცია. ეს, ძირითადად, იყო კოლექტიური შრომის ერთ-ერთი გზა, როცა ადამიანები ერთობლივად მუშაობდნენ, ხშირად სანაცვლოდ, ერთად. პატარა ოჯახში შრომის სქესობრივი დანაწილება ვერ ხდებოდა ყოველთვის, მაგრამ კოლექტიურ შრომაში ეს პროცესი მაინც იცვლებოდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია თუ როგორ მიმდინარეობდა "ნოდის" ტრადიცია, როგორ ნაწილდებოდა დღის განმავლობაში შრომის ფუნქციები და როგორ უნდოდა თითოეულ წევრს, რომ ამ პროცესში საკუთარი როლი ეპოვა.
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები