გარე ვაჭრობასთან დაკავშირებით ზუგდიდში საჯარო დისკუსია მოეწყობა (ვიდეო)
15:26 / 03.02.2017
ზუგდიდის საკრებულომ ქალაქის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების
წესის შემოღების შესახებ
ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის
შემსრულებლის გიორგი თოდუას თქმით, აუცილებელია გარე ვაჭრობისთვის
განკუთვნილი ტერიტორიის მოწყობის წესის დადგენა, რადგან ეს საკითხი
დღემდე მოუგვარებელია. მისივე განმარტებით, გარევაჭრობის რეგულირების
წესთან დაკავშირებით, უახლოეს დღეებში საჯარო დისკუსია გაიმართება,
რომლშიც მოვაჭრეებიც მიიღებენ მონაწილეობას.
„დარწმუნებული ვარ დისკუსიის შედეგად მივიღებთ შენიშვნებს და
რეკომენდაციებს. საბოლოო ჯამში კი ჩვენ გვექნება ძალიან ეფექტური და
სასარგებლო რეგულაცია“,- განაცხადა გიორგი თოდუამ.
აღნიშნული წესის დამტკიცების შემთხვევაში, გარე მოვაჭრეები ვალდებულნი
იქნებიან რეგულაციით განსაზღრული წესები დაიცვან. წინააღმდეგ
შემთხვევაში, აღნიშნული ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად
ჩაითვლება.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები