ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო
და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო - სამეურნეო
დანიშნულების
მიწის ნორმატიული ფასი დაადგინდა. აღნიშნულ საკითხს საკრებულოს ყველა
დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
დადგენილების შესაბამისად,
1კვ/მ მიწის ნორმატიული ფასი
შემდეგნაირად განისაზღვრა:
მუნიციპალიტეტის სოფლებში - 7,9 ლარი
მუნიციპალიტეტის დასახლებებს შორის არეალებში - 5, 67 ლარი
საერთაშორისო და შიდა-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო
გზების 50 მეტრის რადიუსში - 11, 34 ლარი
ანაკლიაში, განმუხურსა და რუხში - 18, 14 ლარი.
მასალის გამოყენების პირობები