დევნილების სააპლიკაციო ქულები ზუგდიდში მონიტორინგის ჯგუფმა გადაამოწმა (ვიდეო)
17:10 / 04.02.2017
ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ჩასახლებული დევნილების
საცხოვრებელი
პირობები მონიტორინგის ჯგუფმა შეამოწმა. მათ იძულებით გადაადგილებული
პირების ის ოჯახები გადაამოწმეს, რომლებსაც საცხოვრებელი ფართის
მიღების მოთხოვნით აპლიკაცია უკვე შევსებული ჰქონდათ და პირველადი
მონაცემებით, მაღალი ქულები მიენიჭათ. ამ პროცესმა დევნილების ის
ნაწილი გააღიზიანა, რომლებთანაც გადასამოწმელბლად ჯერ არ მისულან ან
დაბალი ქულები მიიღეს.
„არაფერს არ ვითხოვ გადამოწმების გარდა, არ ვითხოვ დღესვე
მომცენ ბინა. მაინტერესებს, არის თუ არა საკმარისი 7 ქულა ჩვენთვის
ასეთ პირობებში. 79 წლის ავადმყოფ დედამთილთან, ორ მცირეწლოვანთან
ერთად ერთ ოთახში ვცხოვრობ, მეუღლე ომის ვეტერანია. აქაც მაწვიმს,
იატაკი ჩამტვრეულია“,-აღნიშნა ერთ-ერთმა დევნილმა
ნინო შონიამ.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მონიტორინგის ჯგუფის მიერ
პირველადი ქულების შემოწმების შემდეგ კომისია დაიწყებს მუშაობას
და დაადგენს, თუ რამდენად სწორად მოხდა მათ მიერ განაცხადის
შევსება.
მონიტორინგის ჯგუფის მუშაობას თვალყურს ადევნებდნენ „მოძრაობა
თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ და „საქართველოს პატრიოტთა
ალიანსის“ წარმომადგენლები.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
აფხაზური ოპოზიცია ეხმიანება რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის დიმიტრი ვოლვაჩის კომენტარს, რომლის თანახმადაც, „რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმებამ უნდა დაიცვას ინვესტორების უფლებები და კაპიტალი“.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები