ზუგდიდი-სენაკის ცენტრალურ მაგისტრალზე, სოფელ ცაიშში, მდინარე ჯუმის
ხიდიდან მანქანა ხევში გადაიჩეხა. ავტომობილში მხოლოდ მამაკაცი იჯდა,
რომლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფოს
მენეჯერის ნიკოლოზ ჭეჟიას თქმით, დაშავებული სიცოცხლესთან
შეუთავსებელი დაზიანებების გამო, საავადმყოფოში მიყვანისთანავე
გარდაიცვალა.
მანქანიდან მძღოლის ამოყვანას სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები ერთი
საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ავარიის ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით,
უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები