სასამართლომ ყოფილი საჯარო მოხელეების საქმის არსებითი განხილვა დაიწყო (ვიდეო)
17:22 / 08.02.2017
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში გამგეობიდან გათავისუფლებული
თანამშრომლების, მაია ღურწკაისადა ქეთო ტაბაღუას საქმის განხილვა გაიმართა.
დღევანდელ პროცესზე საქმეში არსებული მტკიცებულებები გამოიკვლიეს.
ყოფილი საჯარო მოხელეების ინტერესის დამცველის "საერთაშორისო
გამჭვირვალობა - საქართველოს" იურისტის ლელა მოწონელიძის ინფორმაციით,
მომდევნო პროცესისთვის გამგეობას დამატებით რამდენიმე დოკუმენტის
წარდგენა დაევალა.
“დავიწყეთ საქმის არსებითი განხილვა. ატესტაციის შემდეგ
გარკვეულ თანამდებობებზე განხორციელდა რეორგანიზაცია. იმისთვის, რომ
დავაზუსტოთ, თუ რაშია საქმე, მოპასუხე მხარეს დოკუმენტების
გამოთხოვა დაევალა“, - აღნიშნა ლელა მოწონელიძემ.
მომდევნო პროცესი თექვსმეტ თებერვალს ჩაინიშნა.
გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი,
"რესპუბლიკური პარტიის" წევრი მაია ღურწკაია და კულტურის განყოფილების
თანამშრომელი ქეთო ტაბაღუა დაკავებული თანამდებობებიდან, გასული წლის
ნოემბერში, ჩატარებული ატესტაციის შედეგად გაათავისუფლეს. გამგეობის
სამსახურიდან და აიპ-ებიდან, სხვადასხვა მიზეზით, ათობით ადამიანი
დაითხოვეს. თავის მხრივ, მუნიციპალიტეტის გამგეობიდან
გათავისუფლებულები მიიჩნევენ, რომ სამსახურიდან მათი დათხოვნა
უკანონოდ და პოლიტიკური ნიშნით მოხდა.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები