ზუგდიდში მოსახლეობა წყალმომარაგების სისტემის მომწყობი კომპანიისგან გზების მოწესრიგებას ითხოვს (ვიდეო)
18:54 / 10.02.2017
ზუგდიდის მერიაში ე.წ. ,,პრესოვკა-მახარაძის“ უბნის მოსახლეობა იმ
კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა,
რომელიც ქალაქში ცენტრალური წყალმომარაგების სისტემის მშენებლობას
ახორცილებს. აღნიშნული უბნის მაცხოვრებლებმა მათ მიმართ პრეტენზიები
გამოთქვეს და მშენებლობის დროს დაზიანებული საავტომობილო გზის
მოწესრიგება თხოვეს. შეხვედრა ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს წევრის თაზო
ფაცაციას ინიციატივით შედგა. კომპანიის ხელმძღვანელის ფაიკ ნაზაროვის
თქმით, ასფალტის საფარის შეკეთებას ხელი უამინდობამ შეუშალა. მისი
ვარაუდით, შიდა გზებზე არსებული პრობლემები მარტის ბოლომდე
აღმოიფხვრება.
ცნობისთვის, ცენტრალიზებული წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა
აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი
ღირებულება 84 მლნ ლარზე მეტია. მშენებლობა, რომელსაც აზერბაიჯანული
კომპანია ,,ას ენშაათ-ნ“ გასული წლიდან ახორციელებს, 2018 წლის
დეკემბერში უნდა დასრულდეს.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მთავრობის წარმომადგენლობის ახალ ხელმძღვანელად ირაკლი ბაღათურია დაინიშნა.
2025 წლის პირველ კვარტალში (იანვარი, თებერვალი, მარტი) საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 1 262.4 ათასით განისაზღვრა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
ძველ სამეგრელოში გავრცელებული ტანსაცმლის კომპლექსების მიხედვით მეგრელები ასხვავებენ სადღესასწაულო და საგარეო ჩაცმულობას, საშინაოსგან. ერთმანეთს უპირისპირებენ საქორწილოსა და სამგლოვიარო სამოსელს. დღევანდელ გადაცემაში საუბარია საქორწილო სამოსზე ,,სამოჭყუდო მუკაქუნალზე“. როგორი ნაჭრისგან იკერებოდა,როგორი ფორმის იყო და ასევე ხაზგასმითაა აღწერილი თავსაბურავი რომელიც ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელი იყო ქორწილის დღეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები