ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზაზე თოვლის გამო მოძრაობა შეფერხებულია (ვიდეო)
12:44 / 15.02.2017
ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზაზე, ინგირის რკინიგზის
გადასასვლელთან, თოვლის გამო, საცობი შეიქმნა.
მგზავრები და მძღოლები ავტომობილების გადაადგილებაში ეხმარებიან
ერთმანეთს.
"ასეთმა მცირე თოვლმა მსგავსი პრობლემები არ უნდა შექმნას, გზის
გაწმენდა დროულად უნდა მოხერხდეს", - ამბობენ მოქალაქეები.
ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, რომ აღნიშნული გზის
მიმართულებით ტექნიკა უკვე გაემართა და პრობლემები უახლოეს საათებში
აღმოიფხვრება. მათივე ცნობით, თოვის გაგრძელების
შემთხვევაში, შესაბამისი სამსახურები ტექნიკურ
მარილსაც დაყრიან.
ამ დროისთვის ზუგდიდში თოვლის საფარი 10 სანტიმეტრს აღწევს.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები