12 ზუგდიდელი თეატრალურ უნივერსიტეტში უფასოდ ისწავლის (ვიდეო)
18:21 / 15.02.2017
ზუგდიდის მერიისა და თეატრის წარმომადგენლებმა პროექტის „მე
ვირჩევ თეატრს“ შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.
პროექტის მიხედვით, 12 ზუგდიდელი სტუდენტის თეატრალურ
უნივერსიტეტში სწავლას მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან სრულად
დააფინანსებს. სწავლის დამთავრების შემდეგ კიისინი
ზუგდიდის თეატრში დასაქმდებიან.
12 აბიტურიენტისგან შემდგარი მიზნობრივი ჯგუფი ზუგდიდის
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებილი აბიტურიენტებისგან
შეირჩევა.
მემორანდუმი მერიასა და საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის 2016 წლის 17 ოქტომბერს
გაფორმდა. პროექტის მიზანი ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის
სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის დასის ახალგაზრდა
მსახიობებით შევსებაა.
ღია კარის დღეს ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი
წერედიანი, ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის მოზარდ-მაყურებელთა
თეატრის ხელმძღვანელი დიმიტრი ხვთისიაშვილი, გორის თეატრის სამხატვრო
ხელმძღვანელი სოსო ნემსაძე, დაინტერესებული აბიტურიენტები და
საზოგადოების წარმომადგენლლები ესწრებოდნენ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები