ზუგდიდი-მესტიის გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვისა და
ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის
საავტომობილო გზის
ჯვარი-უშგული მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი,
ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის
ავტობუსების მოძრაობა.
დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ
მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი
ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
მასალის გამოყენების პირობები