დიდთოვლობის გამო, აფხაზეთის უმაღლეს სასწავლებლებში, სკოლებსა და
ბაღებში სასწავლო პროცესი 20 თებერვლამდე შეწყდა. აღნიშნული
გადაწყვეტილება
დე ფაქტო რესპუბლიკის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ
მიიღო.
რაულ ხაჯიმბამ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით,
ოპერატიული შტაბის თათბირი ჩაატარა. სოხუმის ადმინისტრაციამ
საცხოვრებელი სახლების მფლობელებს, ორგანიზაციებისა და საწარმოების,
სავაჭრო და კვების ობიექტების ხელმძღვანელებს აღნიშნული შენობების
სახურავების და მიმდებარე ტერიტორიის თოვლისგან გასუფთავების თხოვნით
მიმართა.
მასალის გამოყენების პირობები