გამგეობა: ზუგდიდის მაღალმთიან სოფლებში გზებზე რთული ვითარებაა
დიდთოვლობის გამო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზებზე მოძრაობა
შეფერხებულია. გამგეობის პრესსამსახურის უფროსის მაგდალენა
თოდუას თქმით, რთული ვითარებაა მაღალი ზონის სოფლებში ჯიხაშკარში,
ყულიშკარში, ჭკადუაშში, გრიგოლიშსა და ახალსოფელში.
„ტექნიკა გასულია და გზების გაწმენდა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ტექნიკური მარილი იყრება “, - უთხრა თოდუამ
რადიო
,,ათინათს’’.
ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ორი დღეა გადაუღებლად თოვს. ამ
დროისთვის თოვლის საფარი უმეტესად სოფლებში ნახევარ მეტრს აჭარბებს,
ხოლო ქალაქში 30 სმ-ს აღწევს.
მასალის გამოყენების პირობები