ჯვარი-მესტიის გზაზე ჩამოწოლილი ზვავისგან გზა გაიწმინდა, რის
შემდეგაც ზემო სვანეთის მიმართულებით ორმხრივი მოძრაობა
აღდგა. დიდთოვლობამ
პრობლემები შექმნა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სადაც სწავლა
შეწყვეტილია. ამ დროისთვის მიქავას, ნაკიფუს, ობუჯის, ჯგალის, საჩინოს
და ქალაქ წალენჯიხის მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.
ადგილზე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები მუშაობენ.
რეგიონის მასშტაბით მობილიზებულია ტექნიკა. პრობლემურ ადმინისტრაციულ
ერთეულებზე გზებზე ტექნიკური მარილი იყრება.
მასალის გამოყენების პირობები