თხილის მავნებელი მწერის ფაროსანი ბაღლინჯოს
შეწამვლის პირველი ეტაპი მაისის ბოლოს დაიწყება. ამის შესახებ დღეს
ზუგდიდის გამგეობაში გამართულ
შეხვედრაზე ითქვა, სადაც მწერების წინააღმდეგ გასატარებელ
ღონისძიებებთან დაკავშირებით იმსჯელეს. შეხვედრას მხარის გუბერნატორი,
რაიონის გამგებლები, სურსათის უვნებლობისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ
ჩეკურაშვილის თქმით, სოფლებში სპეციალური ბროშურები
დარიგდება, რომლიდანაც მოსახლეობა მავნებლებთან ბრძოლის მეთოდების
შესახებ ინფორმაციას მიიღებს. ამასთან, პირველი ეტაპი პრობლემის
შესწავლას და სხვადასხვა მიმართულების ტრენინგების ჩატარებას
დაეთმობა. გარდა ამისა, ჩეკურაშვილის ინფორმაციით, შეიქმნება ჯგუფები,
რომლებიც სოფლებში განაწილდებიან და შეწმლით ღონისძიებებს
განახორციელებენ.
ცნობისთვის, ხეშეშფრთიანი ბაღლინჯო რეგიონში გასულ წელს გავრცელდა,
მან ძირითადად თხილის, მარცვლეულის და ხეხილის მოსავალი გაანადგურა.
სპეციალისტების განმარტებით, მწერი საქართველოში სოჭიდან
გავრცელდა.
მასალის გამოყენების პირობები