ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო,
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის
ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე (კმ30-კმ188), აკრძალულია
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე
მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის
ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო
ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე
ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ შესაბამისი
სამსახურები გაწმენდით სამუშაოებს 24-საათიან რეჟიმში ატარებენ.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი
მოქალამოუწოდებს საზოგადოებას იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის
შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილონ
საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
მასალის გამოყენების პირობები