20 თებერვლიდან - 23 მარტამდე ზუგდიდში გურამ დოჩანაშვილის დღეები გაიმართება
ქალაქ ზუგდიდში, არასამთავრობო ორგანიზაცია "ART-UNIVERSAL"-ის
ორგანიზებით, 20 თებერვლიდან - 23 მარტამდე სამხატვრო გალერეაში
ქართველი კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის
დღეები ჩატარდება.
26 მარტს, კულტურის ცენტრ "ოდიშის" დარბაზში მწერლის
78 წლის საიუბილეო საღამო გაიმართება, რომელსაც
თავად მწერალი დაესწრება და ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ
მაყურებელთა თეატრის დასი, მწერლის ნაწარმოების მიხედვით დადგმულ
სპექტაკლს "კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" წარადგენს.
27 მარტს, მწერალი შეხვდება მისადმი მიძღვნილ
დღეებში მონაწილე მოზარდ მკითხველებს.
ღონისძიებას მხარს უჭერს ადგილობრივი თვითმართველობა.
მასალის გამოყენების პირობები