ზუგდიდში კოსტავას ქუჩაზე არსებულ ლომბარდს
მამაკაცმა ბენზინი შეასხა და მისი დაწვა ცადა, თუმცა, მას
ამის საშუალება გამვლელებმა და
სამართალდამცავებმა არ მისცეს. თვითმხილველების
ინფორმაციით, მოქალაქეს ლომბარდში ოქრო ჰქონდა ჩაბარებული, რომლის
საფასურიც სამი თვის წინ გადაიხადა, თუმცა მას ძვირფასეულობა არ
დაუბრუნეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო და სახანძრო
სამსახურები, ასევე, სამართალდამცავები. ამ დროისთვის,შემთხვევის
ადგილზე ექსპერტ - კრიმინალისტები მუშაობენ.
მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავები და ლომბარდის
თანამშრომლები კომენტარს არ აკეთებენ.
შსს-ს ცნობით, ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის
151-ე მუქარის მუხლით აღიძრა.
მასალის გამოყენების პირობები