ზუგდიდის გამგეობაში დასაქმების მსურველთათვის გასაუბრება დაიწყო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ვაკანტური
თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსზე გასაუბრების
ეტაპი დღეს დაიწყო და 24 თებერვლამდე
გაგრძელდება.
გასაუბრებას ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მუდმივმოქმედი
საკონკურსო-საატესტაციო კომისია ატარებს. ის ხუთი წევრისგან შედგება,
კომისიის თავმჯდომარე კი მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
მაიზერ ნანავაა. პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები
აკვირდებიან.
ცნობისთვის, გამგეობამ ვაკანსია - 67, ხოლო საკრებულომ 1 პოზიციაზე
გამოაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები