დრანდის ციხეში მყოფი გიორგი ლუკავას ცოლი
ლალი ბასარია ყოფილი პრემიერ-მინისტრის საცხოვრებელ
სახლთან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.
როგორც რადიო ,
,ათინათთან’’ საუბრისას მან
აღნიშნა, ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობას
ვერ განაახლებს.
,,ცუდად ვარ, ამიტომაც ვერ შევძლებ შიმშილობის დაწყებას. ხვალ ბიძინა
ივანიშვილის სახლთან შევიკრიბებით და იქ გვექნება აქცია’’,- განაცხადა
ბასარიამ.
22 თებერვალს ლუკავას ცოლი სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის
მოადგილეს კახაბერ ქემოკლიძეს შეხვდა. ქემოკლიძეს ინფორმაციით, დე
ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ისევ დაადასტურეს, რომ გიორგი
ლუკავა დრანდის ციხეში იმყოფება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ
ემუქრება. ბასარიას განცხადებით, ის არ ენდობა ამ ინფორმაციას.
ცნობისთვის, აფხაზეთის ომის მონაწილე გიორგი ლუკავა ოკუპირებულ
ტერიტორიაზე 5 წლის წინ დააკავეს და 20 წლით თავისუფლების აღკვეთა
მიუსაჯეს.
აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას "ბრალი
ადამიანის მკვლელობასა და პარტიზანულ დაჯგუფება "ტყის ძმებთან"
კავშირში ედება". ოჯახის წევრების ინფორმაციით, ამ დროისთვის მათთვის
უცნობია, თუ სად იმყოფება პატიმარი. ისინი ხელისუფლებისგან დახმარებას
ითხოვენ.
მასალის გამოყენების პირობები