ფოთში სანაპირო ზოლზე თანამედროვე სტანდარტების
ბულვარის მოწყობა მარტის ბოლოს დასრულდება. ფოთის
მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის
სამსახურის უფროსის ზურაბ ჯამბურიას ცნობით, სამუშაოები დასკვნით
ეტაპზეა.
მისივე ინფორმაციით, ტერიტორიაზე მოწყობილია ყველანაირი
ინფრასტრუქტურა: გასახდელები, საშხაპეები, განათების სისტემა და
კაფე-ბარები. მალთაყვაში ბულვარის სიგრძე 2 კილომეტრი და 700 მეტრი
იქნება.
ტენდერი, რომლის ღირებულება 4 მილიონ 180 ათასი ლარია, აზერბაიჯანულმა
კომპანია „პირამიდა FR-მა" მოიგო.
მასალის გამოყენების პირობები