„არა ოკუპაციას, არა რუსეთს“ - ენმ-მ ენგურის ხიდზე აქცია გამართა (ვიდეო)
12:55 / 25.02.2017
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წევრებმა და
მხარდამჭერებმა ენგურის ხიდზე საქართველოს ოკუპაცია
გააპროტესტეს. მათ 1924 წლის 25 თებერვალს დაღუპულ იუნკერთა
ხსოვნას მიაგეს პატივი.
„ამ დღეს ქართველი იუნკერები შეეწირნენ რუსულ ოკუპაციას. არა
ოკუპაციას, არა ანექსიას, არა რუსეთს - ეს არის ჩვენი დევიზი
და სანამ ჩვენი ქვეყანა არ იქნება გაერთიანებული, ჩვენ ყოველთვის
დავიცავთ მას“, - თქვა „ენმ“-ის ზუგდიდის ოფისის
პრესსამსახურის უფროსმა სალომე მაქაცარიამ.
მდუმარე აქციის მონაწილეებმმა ანთებული სანთლებით სიმბოლურად საბჭოთა
ოკუპაციის თარიღი- 1921 გამოსახეს.
საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებების
შენობებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები დაუშვეს.
1921 წლის
25 თებერვალს საქართველოს სამწლიანი დამოუკიდებლობა დასრულდა და ქვეყნის ტერიტორია რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა დაიკავეს.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები