ყოფილი საჯარო მოხელეები: იმედია, სასამართლო ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს (ვიდეო)
17:47 / 27.02.2017
ზუგდიდის გამგეობიდან გათავისუფლებულების მაია ღურწკაიასა და
ქეთო ტაბაღუას საქმეზე სასამართლო
გადაწყვეტილებას 7 მარტს გამოაცხადებს. ყოფილი საჯარო მოხელეები
ამბობენ, რომ ისინი სამსახურებიდან პოლიტიკური მოტივით გაუშვეს და
იმედს გამოთქვამენ, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას
მიიღებს.
„ატესტაცია იყო მოგონილი იმისთვის, რომ ჩვენი გათავისუფლების მიზეზი
ჰქონოდათ. დანამდვილებით ვიცი, რომ გუბერნიის ადმინისტრაციაში იმ
ადამიანების სია შეადგინეს, ვინც უნდა გაეშვათ სამსახურებიდან“,-
აღნიშნა მაია ღურწკაიამ.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“
იურისტის ლელა მოწონელიძის თქმით, კომისიის წევრების დაკითხვა უშედეგო
იყო.
„მოსამართლემ მათი მოწვევა გადაწყვიტა იმიტომ, რომ ვერ ვამოწმებით, თუ
როგორ ჩაიარა გასაუბრებამ, რადგან არ არსებობდა არც სხდომის ოქმი, არც
ხელნაწერი, აუდიო ან ვიდეო ჩანაწერი, თუმცა დღეს მათმა დაკითხვამ
შედეგი ვერ გამოიღო, რადგან არცერთს არ ახსოვდა მათ მიერ დასმული
შეკითხვა“,- აღნიშნა მოწონელიძემ.
ცნობისთვის, გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების
უფროსი, "რესპუბლიკური პარტიის" წევრი მაია ღურწკაია და კულტურის
განყოფილების თანამშრომელი ქეთო ტაბაღუა დაკავებული თანამდებობებიდან,
გასული წლის ნოემბერში, ჩატარებული ატესტაციის შედეგად გაათავისუფლეს.
ყოფილი საჯარო მოხელეები მიიჩნევენ, რომ ისინი სამსახურიდან უკანონოდ
და პოლიტიკური ნიშნით დაითხოვეს. სასამართლოში მათ უფლებებს
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" იცავს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები