ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაშში
ბენზინაგასამართი სადგური დააყაჩაღეს. შემთხვევა
გუშინ ღამით მოხდა, დაუდგენელმა პირებმა სადგურის
ოპერატორი მამაკაცი სცემეს და 300 ლარი
წაიღეს.
დაზარალებული ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის
მედიასთან კომენტარს არ აკეთებს, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ამ
დროისთვის მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე
მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები