ჭალეს მოსახლეობა ელექტროგადამცემი ბოძების დადგმას აპროტესტებს (ვიდეო)
16:49 / 01.03.2017
ჭალეში ადგილობრივებმა აქცია გამართეს. ისინი ელექტროგადამცემი
ბოძების საცხოვრებელი სახლების ახლოს დადგმას
აპროტესტებენ და „კავკას ენერგოს“ ოფიციალურ
წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვენ.
„ჩემი სახლის გვერდით დგამენ ამ ბოძს. ერთი ხაზი ჩემს სახლში
4 მეტრის მანძილზე შემოდის, ასევე, სამუშაოების გამო, მთელი თხილის
პლანტაცია მიაქვს. სახლი და წინა ეზო მრჩება მარტო. ადრე სხვანაირად
იყო, თუმცა ისე გააკეთეს, როგორც თვითონ აწყობდათ. მე არ
მედგომება ამ სახლში და არც სხვა ოჯახებს, ვისთანაც ეს ხაზები
გადადის“, - თქვა ერთ-ერთმა ადგილობრივმა როზა
ჩხაპელიამ.
მათივე თქმით, კომპანია იტყუება და ექსპერტიზის დასკვნაც სიმართლეს არ
შეესაბამება. მოსახლეობა გეოლოგებისა და ექსპერტების მიერ ტერიტორიის
ხელახალ გადამოწმებასაც ითხოვს.
მათი მოთხოვნების პასუხად „კავკას ენერგოს“
წარმომადგენელმა თეიმურაზ ჭანტურიამ რადიო
"ათინათს" უთხრა, რომ თითოეული ოჯახი, რომელიც 8 კილომეტრიან
მონაკვეთზე ცხოვრობს, კომპენსაციას მიიღებს და მათ პრეტენზიებს
უსაფუძვლო უწოდა.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები