სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში
რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის
უფროსად ნუგზარ გაბელია დაინიშნა. იგი
ამავე
სამსახურის ყოფილი უფროსის, დავით კოდუას მოადგილის თანამდებობას
იკავებდა.
პროფესიით ეკონომისტი გაბელია სხვადასხვა დროს უმაღლეს სასწავლებელში
ლექტორი იყო, ასევე, მოღვაწეობდა კერძო და არასამთავრობო
სექტორში.
ნუგზარ გაბელიას მოადგილე იასონ შეროზია იქნება,
რომელიც ამავე სამსახურის მთავარი სპეციალისტი იყო.
მასალის გამოყენების პირობები