სასამართლო დაკარგული ბავშვის საქმეზე დაკავებულისთვის აღმკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობს
სენაკის რაიონული სასამართლო ამ წუთებში 8 წლის დაკარგულ ბავშვის
საქმეზე დაკავებული ერთი პირის მიმართ აღმკვეთი
ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს. საქმე სისხლის სამართლის
კოდექსის 129-ე დაუხმარებლობის მუხლით არის აღძრული, რაც
სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში გადაუდებელი დახმარების
გაუწევლობას გულისხმობს.
სასამართლოსთან დაკარგული ბიჭის ოჯახის წევრები და ახლობლები
იმყოფებიან. მათი თქმით, დაკავებულმა ბავშვი ჯერ მოკლა და შემდეგ
მდინარეში გადააგდო.
ცნობისთვის, 8 წლის ბიჭი 24 თებერვალს დაიკარგა. მამის ინფორმაციით,
ბავშვი ნ.გ. ეზოში სათამაშოდ გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.
ბავშვს სამძებრო ჯგუფი მეორე დღეა მდინარე ტეხურაში ეძებს.
მასალის გამოყენების პირობები