დაკარგული ბავშვის საქმეზე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
სენაკის რაიონულმა სასამართლომ 8 წლის დაკარგულ ბავშვის საქმეზე
დაკავებულს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 129-ე
დაუხმარებლობის მუხლით არის აღძრული, რაც სიცოცხლისთვის საშიშ
მდგომარეობაში გადაუდებელი დახმარების გაუწევლობას გულისხმობს.
გაუჩინარებული ბიჭის მამა დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვს და
ამბობს, რომ ახლა მისთვის მთავარი ბავშვის პოვნაა.
ცნობისთვის, 8 წლის ბიჭი 24 თებერვალს დაიკარგა. მამის ინფორმაციით,
ბავშვი ნ.გ. ეზოში სათამაშოდ გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.
ბავშვს სამძებრო ჯგუფი მეორე დღეა მდინარე ტეხურაში ეძებს.
მასალის გამოყენების პირობები