„რუსთავი -2“-ის მხარდამჭერი აქცია დღეს ტელეკომპანია „ოდიშის“
შენობის წინ გაიმართება. მისი მონაწილეები ტელეკომპანიის ქიბარ
ხალვაშისთვის
მიკუთვნებას გააპროტესტებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, აქცია წუხელ თბილისში, „რუსთავი-2“-ის
ეზოში გაიმართა. საზოგადოების ნაწილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას
უკანონოს და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას უწოდებს.
ცნობისთვის, უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე
გადაწყვეტილება გუშინ მიიღო. 9 მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატა
სამაუწყებლო კომპანიის საქმეზე, დღის 12 საათიდან მსჯელობდა. განხილვა
ზეპირი მოსმენის გარეშე, დახურულ ფორმატში წარიმართა.
უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება ოფიციალურ ვებ გვერდზე
გამოაქვეყნა.
მასალის გამოყენების პირობები