ციხელაშვილი ზუგდიდში ქართულ-აფხაზური ოჯახების წარმომადგენლებს შეხვდა (ვიდეო)
18:04 / 03.03.2017
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის
საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ასოციაცია „იმედის“
ოფისში ქართული-აფხაზური შერეული ოჯახის იმ წარმომადგენლებს
შეხვდა, რომლებიც „დევნილ ქალთა საზოგადოების“ წევრები
არიან.
შეხვედრაზე მინისტრმა იმ ახალ მიდგომებზეც ისაუბრა, რომელიც
აქვს სამინისტროს „მშვიდობის მშენებლობის“ კუთხით.
ამასთან, ყურადღება გაამახვილეს ისეთ მწვავე საკითხებზე, როგორიცაა
ე.წ. გამშვები პუნქტების შესაძლო დახურვა. მინისტრის განცახდებით,
მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს საკითხი
მოგვარდეს.
„ეს ქალბატონები სახალხო დიპლომატიას აწარმოებენ და ხელს
უწყობენ შერიგების პროცესს, რაც აუცილებელია და უალტერნატივოა, რათა
ჩვენი შვილების მომავალი იყოს უკეთესი“, - განაცხადა
ციხელაშვილმა.
ასოციაცია „იმედის“ ხელმძღვანელის ქრისტინე კილანავას თქმით,
ქართულ-აფხაზური ოჯახები ნდობის აღდგენისა და აფხაზურ საზოგადოებასთან
კონტაქტების დამყარებისთვის უმნიშვნელოვანესია.
შეხედრის მონაწილეების თქმით, მსგავს შეხვედრები აუციელებელია, რათა
პრობლემური საკითხები ინდეტიფიცირდეს.
ქეთევან ციხელაშვილი ზუგდიდში შეხვედრებს დილიდან მართავს. ის ხურჩის
საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახშიც მივიდა.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები