ბაღებისთვის დაფინანსების შემცირებას ქალაქის საკრებულოში ხმაური მოჰყვა (ვიდეო)
17:33 / 06.03.2017
ქალაქ ზუგდიდის მერიის ააიპ "სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებათა
ცენტრის" ბიუჯეტი
170 000 ლარით შემცირდება. აღნიშნული საკითხის განხილვას ხმაური
მოჰყვა საკრებულოს სხდომაზე. ენმ -ის წევრმა
ანა წითლიძემ შესაბამისი სამსახურებისგან იმ
კონკრეტული მუხლების დასახელება ითხოვა, რომლებსაც ეს ხარჯები
მოაკლდება.
„ისეთი სტრატეგიული დაწესებულებებისთვის, როგორიც სკოლამდელი
სააღმზრდელო დაწესებულებაა, 170 000 ლარით დაფინანსების შემცირება არ
შეიძლება. თუკი ხარჯების ოპტიმიზაციაზეა საუბარი, მერიაში
„გაბერილი“ საშტატო ერთეულები შეამცირონ“, - აღნიშნა
წითლიძემ.
საკრებულოში აცხადებენ, რომ ბიუჯეტი კანონის შესაბამისად შეამცირეს,
თუმცა, მათივე მტკიცებით, ეს თანხა ისევ ბაღების ინფრასტრუქტურას
მოხმარდება.
„ჩვენ წელს 400 000 ლარით გავზარდეთ ბაღების დაფინანსება. საკრებულოს
წევრები შევთანმხდით, რომ ეს 170 000 ლარი სკოლამდელი აღზრის
დაწესებულებების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას მოხმარდება. კერძოდ,
ეს თანხა ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების
თანადაფინანსებაზე გადანაწილდება“, - განმარტა საკრებულოს
თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი
თოდუამ.
დაფინანსების შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას ოპოზიციური
ფრაქციების წევრებმა მხარი არ დაუჭირეს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები