ასოციაცია "აგორა" კოლხური ბზის გადასარჩენად (ვიდეო)
17:54 / 06.03.2017
ზუგდიდის სოფელ რუხში, კოლხური ბზის მავნებელი
დაავადებისგან გადარჩენის მიზნით, ასოციაციის „აგორა“
წარმომადგენლებმა ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა
გამართეს. ღონისძიება პროექტის "ნდობის აღდგენის ღონისძიებების
გაძლიერება კოლხური ბზის გადარჩენის კოორდინირებული აქტივობების გზით"
ფარგლებში ჩატარდა, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს განვითარების
პროგრამის ერთობლივი ინიციატივით ხორციელდება.
პროექტის მენეჯერის თენგიზ სვანიძის თქმით, რუხში მდებარე სასათბურე
მეურნეობაში ორმოცი ათასამდე ბზის ნერგის დაკალმება იგეგმება,
რომლებიც შემდეგ სკოლებსა და სხვადასხვა დაწესებულებებს
გადეცემათ.
“ეს მცენარე დღეს სავალალო მდგომარეობაშია, ის პრაქტიკულად
განადგურებულია, რამდენიმე წლის წინ ჯანსაღი კალმების აღება
შეიძლებოდა, თუმცა ამ დროისთვის, ეს შეუძლებელია. ჯანსაღი კალმების
მოძიება გარემოს დაცვის სამინისტროს ვთხოვეთ“, - განაცხადა თენგიზ
სვანიძემ.
ოკუპირებულ აფხაზეთთან მოსაზღვრე სოფელში, საქართველოს ენდემური
სახეობის და „წითელი ნუსხით“ დაცული მცენარის -
კოლხური ბზის გადარჩენის მიზნით, 550 კმ.მ ფართობზე განთავსებული
სასათბურე მურნეობა ოთხ სექციად გაიყოფა. გამოცდილი ექსპერტები
დაინტერესებეულ პირებს ბზის დაკალმებისა და მოვლის მეთოდებს
შეასწავლიან. ამასთან დაკავშირებით, პროექტის ფარგლებში, საინფორმაცის
შეხვედრების და ტრენინინგების გამართვა იგეგმება.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები