ზუგდიდში ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო
ორგანიზაციებისა და მოქალაქეების მონაწილეობით აქცია გაიმართა.
მათ ქალების მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპების მიმართ პროტესტი
კიდევ ერთხელ გამოთქვეს და აღნიშნეს, რომ სახელწმიფო სტრუქტურებმა ამ
მიმართულებით მეტი უნდა იმუშაონ.
„ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ საკუთარი მოსაზრებები იმასთან
დაკავშირებით, რომ ქალთა მიმართ არსებული სტერეოტიპული
დამოკიდებულებები უნდა დაიმსხვრეს“, - აღნიშნა სამოქალაქო
საზოგადოების რეგიონული ქსელის წევრმა იაგო ფასანძემ.
აქციის მონაწილეების თქმით, ქალები კარიერული წინსვლაში მხოლოდ
გარკვეულ ეტაპს აღწევენ, რაც უნდა შეიცვალოს.
„უნდა შემოიღონ სპეციალური პროგრამები, რომლებიც იქნება
მიმართული საკუთარ უფლებების შესახებ ქალთა ცნობიერებისა და მათი
თავდაჯერებულობის ამაღლებისკენ“, - თქვა „თანასწორობის
ცენტრის“ ხელმძღვანელმა ციცინო შენგელიამ.
მოქალაქეების თქმით, ქალის როლი დღეს დაკნინებულია და აუცილებელია
გენდერულად თანასწორი გარემოს შექმნა.
„ჩემს ქალიშვილთან ერთად მოვედი. დღეიდან ვიწყებ ბრძოლას, რომ
ჩემი შვილის თაობამ ისეთ უთანასწორო გარემოში არ იცხოვროს, როგორშიც
დღეს უწევთ ქალებს ცხოვრება“, - უთხრა ჟურნალისტებს
ერთ-ერთმა მოქალაქემ დავით ლოგუამ.
"ქალთა მოძრაობის“ ორგანიზებით დღეს ანალოგიური აქცია საქართველოს
რამდემიმე ქალაქში გაიმართა. ზუგდიდში სოლიდარობის აქცია სამოქალაქო
საზოგადოების რეგიონული ქსელის (R-CSN) მხარდაჭერით ჩატარდა.
ცნობისთვის, 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე თითქმის მთელ მსოფლიოში
აღინიშნება. ამ დღის აღნიშვნა 20-ე საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები