მარტვილის რაიონის სოფელ ნაგვაზაოში ჩიხლაძეების ოჯახს წუხელ
რამდენიმე ნიღბიანი შეიარაღებული პირი თავს დაესხა და დააყაჩაღა.
თავდამსხმელებმა ოჯახის
ორივე წევრი - პენსიონერი დები აწამეს, რომელთაგან ერთი ადგილზე
გარდაიცვალა, მეორე კი მარტვილის რაიონულ საავადმყოფოშია
გადაყვანილი.
შემთხვევა გუშინ, დაახლოებით, 22:00 საათზე მოხდა.
შსს-ს ცნობით, საქმე "სისხლის სამართლის კოდექსის" 179-ე ყაჩაღობისა
და 109-ე ანგარების მიზნით დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის
მუხლით აღიძრა.
მასალის გამოყენების პირობები