138 კანდიდატი 35 ადგილზე - უპრეცედენტო აქტიურობა აფხაზეთის „საპარლამენტო არჩევნებში“
დე ფაქტო აფხაზეთში 12 მარტს მეექვსე მოწვევის საპარლამენტო არჩევნები
გაიმართება. აფხაზური მედიის ცნობით, 8 მარტის მონაცემებით,
35-კაციან პარლამენტში ადგილის მოსაპოვებლად 138 კანდიდატი
იბრძვის. საარჩევნო ოლქების ყველაზე დიდი რაოდენობა - 8, ქალაქ
სოხუმში ფიქსირდება, სადაც 43 კანდიდატი იყრის კენჭს. გუდაუთის
რაიონის შვიდ ოლქში - 19 კანდიდატი, ოჩამჩირის რაიონის 6 ოლქში - 20
კანდიდატი, გაგრის რაიონის 5 ოლქში - 20 კანდიდატი. სოხუმის და
გულრიფშის რაიონებში, სადაც, სამ - სამი ოლქია, 12 და 8 კანდიდატი,
შესაბამისად, ტკვარჩელის ორ ოლქში, 8 კანდიდატი იყრის კენჭს, ასევე 8
კანდიდატი იყრის კენჭს, გალის რაიონშიც.
კანდიდატებს შორის არის დე ფაქტო აფხაზეთის ექს პრეზიდენტი -
ალექსანდრე ანქვაბიც, რომელიც გუდაუთის ოლქში იყრის კენჭს. მან
პრეზიდენტის" თანამდებობა და დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორია 2014
წლის 1 ივლისს, მას შემდეგ დატოვა, რაც ოპოზიციამ ის ქართული
მოსახლეობისთვის "აფხაზური პასპორტების" უკანონოდ გაცემაში
დაადანაშაულა. თუმცა, მიმდინარე წლის თებერვალში ის სოხუმში
არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დაბრუნდა.
„პარლამენტის“ სპიკერის ვალერი ბგანბას განცხადებით, „არჩევნებზე“
სოხუმში ათობით საერთაშორისო დამკვირვებელს ელოდებიან.
ექსპერტები ოლქების უმრავლესობაში არჩევნების მეორე ტურის ჩატარებას
პროგნოზირებენ.
მასალის გამოყენების პირობები