მესტიაში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის
დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს
თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი
იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის
ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული გ.რ. დააკავეს.
უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის
ჩხრეკისას, „აკ-74“-ის მოდელის ავტომატური
ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 7 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ცეცხლსასროლი
იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის
ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2
ნაწილით).
მასალის გამოყენების პირობები