რეგიონი
ზუგდიდში თხილის მავნებლის შესახებ ტრენინგი გაიმართა (ვიდეო)
ზუგდიდში თხილის მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩასატარებლად ადგილობრივ მცენარეთა დაცვის სამსახურის  წარმომადგენლებს პირველი ტრენინგი ჩაუტარდათ. იგი სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, დღეს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის მარიკა გულუას თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით სხვადასხვა ღონისძიებები იგეგმება.

„დღეს მცენარეთა დამცველებს თბილისიდან ჩამოსულმა პროფესორ-ენტოლოგებმა მიაწოდეს ინფორმაცია მავნებლის გავრცელების, მათი აღმოჩენისა და გამრავლების შესახებ“,- განაცხადა მან.

მავნებლის  შესაწამლი პრეპარატის მიერ, სხვა მწერებისა და მცენარეების ნეგატიური ზეგავლენის მოხდენაზე, მარიკა გულუამ საუბრისგან თავი შეიკავა. მისი თქმით, მომდევნო შეხვედრა 26 მარტს გაიმართება, სადაც ამერიკელი ექსპერტებიც იქნებიან მოწვეული და აღნიშნულთან დაკავშირებით, ზუსტი ინფორმაცია მაშინ გახდება ცნობილი.

ამერიკელი ექსპერტების რეკომენდაციებამდე კომენტარის გაკეთებისგან  თავი შეიკავეს ადგილობრივმა მეფუტკრეებმაც. 

მავნებელი მწერის წინააღმდეგ შეწამვლის ღონისძიება მაისში დაიწყება.

აზიური ფაროსანა საქრთველოში 2015 წელს გამოჩნდა და გასული წლის სეზონზე თხილის მოსავალს დიდი ზიანი მიაყენა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.