ბათუმში დაპირისპირების შედეგად დაახლოებით 30 ადამიანი დაშავდა
ბათუმში გუშინ დაპირისპირებაში გადაზრდილი აქციის შედეგად, დაახლოებით
30 ადამიანი დაშავდა, ხოლო 10-ზე მეტი დაზარალებულია.
მთელი ღამის განმავლობაში აქციის მონაწილეები ქვებს ესროდნენ და
პოლიციის მანქანებს წვავდნენ. სამართალდამცველებმა მათი ნაწილი
დააკავა. დაახლოებით დილის 6:00 საათისთვის, სპეცდანიშნულების რაზმმა
აქცია დაშალა.
ცნობისთვის, 11 მარტს პატრულმა მოძრაობის შეფერხებისა და
არასწორი პარკირებისთვის ორი მოქალაქე დააჯარიმა, რასაც ჯერ სიტყვიერი
და ფიზიკური დაპირისპირება, მოგვიანებით კი საპროტესტო აქცია მოჰყვა.
აქციაზე პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა, მას შემდეგ რაც აქციის
მონაწილეებმა ქვები ესროლეს პოლიციის სპეციალური დანიშნულების
რაზმს.
მასალის გამოყენების პირობები