საქართველოს ღია პირველობა კარატე დო-ში ზუგდიდელმა კარატისტებმა
წარმატებას მიაღწიეს. სამი მოზარდი შესაბამის ასაკობრივ და წონით
კატეგორიებში
ჩემპიონი გახდა:
I - საბა მანია - აბსოლუტური კატეგორია 12-13 წ.წ.
I - ლუკა (ვალიკო) ფონიავა - 50 კგ 12-13 წ.წ.
I - უტა ფონიავა - 40 კგ. 10-11 წ.წ.
ასევე, ორი მოზარდი მეორე და მესამე ადგილების მფლობელი გახდა:
II - პერტაია ნიკოლოზი +20 კგ. 6-7 წ.წ.
III - ქირია ბუბა +40 კგ. 10-11 წ.წ.
ახალგაზრდა კარატისტები ზუგდიდში წუხელ დაბრუნდნენ. მათ გამარჯვება
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის "სპორტის განვითარების ცენტრის" დირექტორმა
დავით კვაშილავამ მიულოცა და ბულგარეთში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე
წარმატებები უსურვა.
მასალის გამოყენების პირობები